“მე არ ვარ დამნაშავე, წესიერი ადამიანი ვარ” – მადუროს სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ვენესუელას პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

“მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვარ დამნაშავე, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე ჯერ კიდევ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ,” -განაცხადა მადურომ, სანამ მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინი მას სიტყვას შეაწყვეტინებდა.

მადუროს თქმით, მან ნახა ბრალდება, მაგრამ არ წაუკითხავს. მისი განცხადებით, ნაწილობრივ ეს საკითხი ადვოკატთან განიხილა.

მისმა მეუღლემ, სილია ფლორესმა, რომელიც მადუროსთან ერთად დააკავეს, ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს დანაშაულს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და იარაღის ბრალდებებში.

ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტისა და მისი ცოლის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა. მოსამართლემ მადუროს ხელახლა გამოცხადება დაავალა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა სურსათის ფასების დასარეგულირებლად კომისია შექმნა
შემდეგი სტატიაკახეთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა