მე არ ვარ დამნაშავე, ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება, მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ – რურუა

მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ – ამის შესახებ „მთავარი არხის” ერთ- ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ​რურუა სხდომაზე იმ წერილს გამოეხმაურა, რომელიც მისი ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამეტარებს გაუგზავნა.

„ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოში, მადუროს ვენესუელას, ბელარუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?

ბატონ კუჭავას რაღაც აბსურდული სისულელეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, ის შედეგები, რაც საქართველომ აჩვენა, დღეს გახლავთ სამაგალითო როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის
შემდეგი სტატია„სპიკერფობიის“ ტრენინგით ჩვენ შეგვიძლია ფობია ვაქციოთ შესაძლებლობად – მაგდა კოტრიკაძე