“მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“-სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს. „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი ფოტიგას მიერ ქართულ ენაზე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„რომ დავაზუსტოთ, მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მე მადლობელი ვიქნებოდი, რომ ეს ფაქტი მხედველობაში იყოს მიღებული, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი კეთდება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გამოკვლეულ 91 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა