მე არ შემიძლია, როცა ჩემი უმცროსი გოგო სტრესისგან ვიტილოგოთი დაავადდა – ნიკა გვარამიას ემოციური მიმართვა

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის შეგუებულია იმ აზრს, რომ ციხეში ყოფნა მოუწევს, თუმცა, ამბობს, რომ ამის არ ეშინია. ემოციურ მიმართვაში, რომელიც მან “მთავარ აქცენტებში” გააკეთა, მუქარებისა და შანტაჟის შემდეგ, მისი ოჯახის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და გაიხსენა ის ვიდეო, სადაც ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ.

“მე არ შემიძლია მტირალი სოფოს ყურება, არ შემიძლია როცა ჩემი უფროსი შვილი რომელიც ამერიკაშია, წლების განმავლობაში ვერ ვნახულობ და მისთვის აქ ჩამოსვლა გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია, რამე არ მოუწყონ. მე არ შემიძლია, როცა ჩემს საშუალო შვილს, რომელიც, როგორც ხვდება რომ რაღაც ხდება, იწყებს სერჩვას და ნერვიულობაზე ენა ებმება. მე არ შემიძლია, როცა ჩემი უმცროსი გოგო სტრესისგან ვიტილოგოთი დაავადდა… და მაქვს ისტერიკა და თუ მაქვს, ბოდიშს ვუხდი ყველას”,-აცხადებს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიმიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის – ფაქტი “მთავარი არხის” კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა
შემდეგი სტატიაელენე ნიჟარაძე: კარუსელები იყო ნამდვილად გაყალბება დავაფქისირეთ მეორე ტურზეც, რაც საოცრება იყო