17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მარტა კოსი: მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს

მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს. შესაბამისად, ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებს. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა, არის ის, რომ შეწყვიტონ ეს უაზრობა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ მუშაობა. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას – ზოგიერთ მათგანს ამ კვირაში ჩემს ოფისშიც შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მედიას ყველგან, სადაც კი შევძლებთ. გთხოვთ, გამაგრდით“ -თქვა ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

გუშინ “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. მათ შორის, გაამკაცრა გრანტების შესახებ კანონი და წესდებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლებლობის შეტანაც დააანონსა. მათივე ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაში“დიქტატურის კანონმდებლობა”-თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატიაკაია კალასი: კალასი „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე – ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს