,,მე არ მესმის თქვენი დეპრესია, არ მესმის თქვენი “რა გვეშველება”

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მე როგორ მგონია, ვის როგორ ჰგონია. მე მგონი, რომ ამ ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება,- ასე უპასუხა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას იმასთან დაკავშირებით, ელოდება თუ არა არჩევნებზე პირველივე ტურში გამარჯვებას.

თბილისში, მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დღევანდელ ევროპას სჭირდება ჩვენნაირი ძლიერი ქვეყანა, ჩვენნაირი ფასეულობები და ჩვენნაირი ტრადიციები.

„ამ რეგიონში ამდენ საუკუნეს რომ გაუძლო, უნდა იყო ძალიან ძლიერი. მე არ მესმის თქვენი დეპრესია, არ მესმის თქვენი “რა გვეშველება”. დღეს არც ერთ თქვენგანს არ აქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დააყენოს, რომ ეს ქვეყანა არის ძლიერი. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ ქვეყნის. ყველაფერი იწყება ამ მრწამსით, დაჯერებით ჩვენი მომავლის, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი კულტურის, ჩვენი განათლების, ჩვენი რესურსების და ჩვენი ნიჭიერი ხალხის. ეს ყველაფერია ის, რაც უნდა დავინახოთ, „რუსთავი 2“-ს კი არ უნდა ვუყუროთ. ამიტომ გჯეროდეთ თქვენი თავის. ერთად ჩვენ ავაშენებთ საქართველოს,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს