მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი ან მისი ქვეშევრდომები დებატებზე დასხდებიან – სამადაშვილი

“მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი ან მისი ქვეშევრდომები პოლიტიკურ დებატებზე დასხდებიან” – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევას.

მისი თქმით წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, თუმცა როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, “მათ დებატებში მონაწილეობის გამბედაობა არ აქვთ”.

“რუსეთის დავალების შესაბამისად, ხდება ქვეყნის სრული იზოლაცია დასავლეთიდან და ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სრულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას პასუხი აქვს გასაცემი ამ შეკითხვაზე. განსაკუთრებით არჩევნების წინ, მაგრამ დებატებში მონაწილეობის გამბედაობა მათ არ აქვთ, იმიტომ რომ არაფერი არ აქვთ ქართველი ხალისთვის სათქმელი. ამიტომ, არ მაქვს მე პირადად მოლოდინი, რომ ან ივანიშვილი ან მისი ქვეშევრდომები რაიმე პოლიტიკურ დებატებზე დასხდებიან არჩევნებამდე. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ იყოს კიდევ ერთი პუტინი თუ ლუკაშენკო. სწორედ ამას ეხმაურება პრეზიდენტის განაცხადი, რომ საქართველო არის აცდენილი სწორი განვითარების გზას. ჩვენ ვიზიარებთ ქარტიის სულისკვეთებას, რომ ეს არის გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ რუსული რეჟიმი და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მოხდება უკვე შემდგომი პოლიტიკური პროცესების წარმართვა- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან – ოდიშარია პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიასაქართველოში ძალიან დიდი საქმე კეთდება სწორედ უცხო ორგანიზაციის მიერ – პრეზიდენტი