“მე არ მახასიათებს გაბუტვები “- რომელი ყოფილი თავდაცვის მინისტრებისგან იღებს რჩევებს თინა ხიდაშელი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, მას ხშირად აქვს ურთიერთობა წინამორბედებთან იმისთვის, რომ მათი გამოცდილება გაიზიაროს. ამის შესახებ ხიდაშელმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

ამ კონტექსტში ხიდაშელმა განსაკუთრებით დავით სიხარულიძე გამოყო, რომელიც თავდაცვის უწყებას 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა.

„ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს დავით სიხარულიძესთან. მე მას ვიცნობ დიდი ხანია. ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გვაერთიანებს. 1994 წელს მე ვთარგმნე ნატოს წესდება და დათომ გამოსცა ის. ესე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ საკმაოდ ხშირად გვაქვს ურთიერთობა. მე არც წინა თავდაცვის მინისტრებთან მაქვს არავითარი პრობლემა. ბატონ მინდიასთან და ირაკლისთანაც ხშირად მაქვს ურთიერთობა. შეხვედრა მქონდა რამდენჯერმე ირაკლი ოქრუაშვილთან. ჩემი ამოცანა მარტივია – ყველა გამოცდილება ღირებულია, მათ შორის უარყოფითი. მათ შორის ის, რაც იყო და რაც ქმნიდა პრობლემას ქართულ ჯარში. ამიტომ ყველა ადამიანთან, ვისთვისაც მთავარი ქართული ჯარის გამართულობაა, მექნება ურთიერთობა. მე არ მახასიათებს გაბუტვები და პირადი დამოკიდებულებებით გადაწყვეტილების მიღება. ყველასთან ვილაპარაკებ, ვისაც ექნება კეთილი სურვილები და იცის იმაზე მეტი ვიდრე მე. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“არ უყუროთ, ფუი ეშმაკს თქვით “რუსთავი 2-ს” რომ დაინახავთ”- დეკანოზი ილიას ქადაგება
შემდეგი სტატიაბელგიაში პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს