სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა და შენობასთან შეკრებილებთან გადაინაცვლა.
მან კორდორი გაიარა და მოქალაქეებს შეუერთდა. ადგილზე შეკრებილები კი სკანდირებენ:”სალომე!”, “სალომე!”.
„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.

“მმართველმა პარტიამ”, რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო თავის ხალხს, არამხოლოდ ომი დაუწყო, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა – სპორტი, კულტურა და ეკლესია, ყველაფერი დაყო და გაყო.
ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი, დაყოფა ამ ერის, დაყოფა ამ საზოგადოების იმისთვის, რომ ყოფილიყო მმართველი და ბატონი. ამიტომ არის “ქართული ოცნება” რუსული ტრაგედია.”-განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილს დღეს სიმბოლურად ის სამოსი აცვია, რაც 6 წლის წინ, პრეზიდენტად ინაუგურაციის დღეს ეცვა
















