მე აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ, “კროსია” თუ რა არის? – ირმა ინაშვილი პრემიერს ურჩევს დღის წესრიგს გადახედოს

მე აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პრემიერს ურჩევს დღის წესრიგს გადახედოს და არსებულ კითხვებს თუ პარლამენტში ვერ სცემს პასუხს წერილობით გასცეს.

ინაშვილი ამბობს, რომ ინტერპელაციის ფორმატს დატვირთვა გაუფასურებული აქვს, რადგან პრემიერისგან სასურველ კითხვებზე დეპუტატები პასუხებს ვერ იღებენ.

„მე მგონი ბატონო პრემიერო თქვენც უნდა გადახედოთ დღის წესრიგს და როდესაც ასეთი კითხვები შემოგივათ წერილობით გასცეთ პასუხი, იმიტომ რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ აქ ვსხედვართ და მართლა სირცხვილი არ არის, რომ სკოლებში ნისიების რვეულები იყოს?

კროსია თუ რა არის ქალბატონო, თამარ? ორ წუთში, სამ წუთში!- შეურაცხმყოფელია ეს პრემიერისთვის და პარლამენტისთვისაც.

ისევ თქვენ მოგიწევთ ამ ფორმატის შეცვლა, თუ არ გვინდა, რომ ამ ინტერპელაციის ფორმატს დაეკარგოს აზრი. მოვეშვათ ამ თვალთმაქცობას. მოგიწოდებთ, რეალურად ვიმუშაოთ, რომ ქვეყანას დავეხმაროთ, თუ არადა აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ მე პირადად,“-განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიროდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი – ჭიჭინაძემ პრემიერს მიმართა და ფიქტიური უწოდა
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის სესია პროტესტის ნიშნად დატოვა