მე ამით არაფერი მაკლდება – ნიკა მელია უფლებამოსილების შეწყვეტაზე

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა, მან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამით მას არაფერი დააკლდება.

„არანაირი საერთო არ აქვს ამ ყველაფერს სამართალთან. ეს არის პოლიტიკური ხასიათი გადაწყვეტილება. 20 ივნისის შემდეგ ვერ დამაკავა ივანიშვილმა და დიდწილად ამ ყველაფერში ხელი შეუშალა ჩემმა სტატუსმა და მოიგონეს ეს საქმე ,რომელიც თაროზე იყო შემოდებული. გავაგრძელებ ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც ადრე. არც მე დამაკლდება არაფერი და არც მათ დააკლდებათ არაფერი ჩემგან“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიეს იყო უალტერნატივო გადაწყევტილება – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადეს