ნიკა გვარამია: “მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ იძულებით”

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.“მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ იძულებით”, – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოზიციაზე უფლებამოისლება შეუჩერა.

“ამ განჩნებას სულ ორსიტყვიანი შინაარსი აქვს: დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის, ბიძნა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ და მთლიანად საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემამ დაასრულა დემოკრატიის მინიმალური ნიშნებიც კი. საერთო სასამართლოების ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ევროინტეგრაციული პროცესების ნებისმიერი შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული გახდა. რა ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მალე არც ერთ ფორუმზე არ გვეყოლება ჩვენი წევრიც კი, რომელიც საქართველოს სახელით ისაუბრებს. ზურაბ ჟვანიას მიერ თითქმის 20 წლის წინ ნათქვამი სიტყვა მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი, აზრს კარგავს”, – განაცხადა გვარამიამ.

https://youtu.be/l00xKKurxgU

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი”
შემდეგი სტატიაამ 2 სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი