,, მე ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო “

მე ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. “მე ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. მე ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია,,რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე დიალოგი სამინისტროების დონეზე არ მიმდინარეობს”