მე, 7 ნოემბრის დაზარალებული, მაია ასათიანი ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

მე, 7 ნოემბრის დაზარალებული, მაია ასათიანი ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამავეს ფიქრობს ბევრი მისი კოლეგა, რომლებიც 7 ნოემბრის დაზარალებულები არიან.

„იმას, რასაც ახლა ვიტყვი, ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ ვიტყოდი. ერთ-ერთი საქმე არის 7 ნოემბრის საქმე. მე და ჩემი ბევრი კოლეგა ვართ 7 ნოემბრის დაზარალებულები. ნუთუ აქამდე არავის გაუჩნდა კითხვა, რომ ჩვენ, 7 ნოემბრის დაზარალებულები ვითხოვთ და ჩვენ ბევრნი ვართ, მე სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლი, რადგან ყველა ეს ადამიანი ახლა ოპოზიციურ მედიაში მუშაობს, უმეტესობა მათგანი და ყველა ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას, ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? დიახ, მე, 7 ნოემბრის დაზარალებული, მაია ასათიანი ვითხოვ მის გათავისუფლებას“, – განაცხადა მაია ასათიანმა.

banner
წინა სტატიაშიმამაუკა ხაზარაძე: მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ბრავო