მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლად გარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დამატებითი პუნქტის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის შესაბამისად დადგა.

“საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სამუშაო ადგილის შესაბამისად შეუძლიათ. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – დანაშაულს ჩადიან, რასაც ირიბად, მაგრამ აღიარებს პრემიერი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა