მე-2 დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 1 მარტს, რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე, გაჩიანის ხიდიდან მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.














