მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს

მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

ამასთან, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუკი სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაესწრება.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
შემდეგი სტატია2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება