მძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა – პრეზიდენტი ქართველ სამხედროებზე

https://youtu.be/8mpu03dmeB8

პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციულ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორია პრეზიდენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ ქართველი ჯარისკაცების პირადი მონაცემები მტერი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალია:

“ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, თუ რა მძიმე იყო იმის გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. რა თქმა უნდა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, მე ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს- საქართველოს ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი” განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა
შემდეგი სტატიაგალში 52 წლის მამაკაცი გაიტაცეს – გამტაცებლები 200 ათას რუსულ რუბლს ითხოვენ