გვარამია: მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 36 წლის და 34 წლის თავზე ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა

ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“უახლესი საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ყველაზე დიდი დღეა. ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც შვა საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება ზვიად გამსახურდიას მიერ. ბუნებრივია, ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პატრიოტები ერთად ვართ. ძალიან მძიმეა იმით, რომ პოლიტპატიმრები გვყავს და მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 36 წლის და 34 წლის თავზე ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომელიც დამოუკიდებლობამდე გვქონდა, ვუახლოვდებით რუსეთს, რომელიც ალბათ, გვეგონა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვიშორეთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს დღე მუდმივად იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის დღედ და არასდროს დავკარგავთ მას- განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის
შემდეგი სტატიაკოტე ზარნაძემ 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებს თავხედები და უზრდელები უწოდა