მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი მოვლენების თავიდან ასარიდებლად – დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მძიმე მოვლენები იგეგმებოდა, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მტკიცებულებები აქვს მოპოვებული.

დარახველიძის თქმით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხიმგებელმა უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი მოვლენების განვითარება.

„არ მაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მძიმე მოვლენები იგეგმებოდა. ამაზე საუბრობს სუს-ი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მას საქმის ფარგლებში მოპოვებული აქვს. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, იმ უწყებებმა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება. თუ რაიმე დამატებით ინფორმაცია დასჭირდება სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გამოძიების ფარგლებში დადგენილი წესით მივაწოდებთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს – აშშ-ის საელჩო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-8 წლის განმავლობაში 1200 მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა