მძიმე მდგომარეობა ფსიქიატრიულ კლინიკაში-13 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ ომბუდსმენმა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შეისწავლა

სახალხო დამცველის მწვავე შეფასება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებულ მდგომარეობას ეხება. სპეციალური განცხადება13 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ მომზადდა, სადაც წერია, რომ დაწესებულებაში სისტემური პრობლემები არსებობს და მომხდარიც სავარაუდოდ სწორედ ამ შემთხვევებს უკავშირდება. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კლინიკა პაციენტებით გადატვირთულია და ასევე პრობლემაა პერსონალის მხრიდან პაციენტთან კომუნიკაციაც. სახალხო დამცველის ამ შეფასებას გამოეხმაურნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც პრობლემები ნაწილობრივ აღიარეს.

„გადატვირთულობა ნამდვილად შეინიშნება. პრაქტიკულად დიდი ნაკადი პაციენტებისა მოგვმართავს სტაციონირებისათვის. შეიქმნა მობილური ჯგუფი. გავითვალისწინებთ აუცილებლად სახალხო დამცველის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და ალბათ გარკვეული ცვლილებები მოჰყვება ამას ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების,“-განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა ჟანა ფურცელაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს გიორგი ქობულიას მოუსმენენ
შემდეგი სტატიაილიას უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა, მაია სიდამონიძემ დატოვა