მძიმე დიაგნოზის მქონე ევა შაშიაშვილი და კიდევ 12 ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილი და კიდევ 12 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ევა შაშიაშვილის ადვოკატის მარიამ ხაჭაპურიძის შუამდგომლობა 5000 – ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

დღეს სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ევა შაშიაშვილი მოსამართლეს უხსნიდა, რომ  საპატიმროში გატარებული ყოველი დღე მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან მას მძიმე სენთან უწევს გამკლავება.

გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კიდევ 2 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულ ხატია ვიბლიანს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა
შემდეგი სტატიაგამოვლენილია 50 487 კგ. ქათმის გაყინული ხორცის მიკრობიოლოგიური დაბინძურება