ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, თავის 31 კოლეგას ისრაელში არსებულ ვითარებას აცნობს. გალანტი ნატოს სამიტს დისტანციურად ერთვება და კოლეგებს ჰამასის ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. უჩვენებს ტერორისტების მიერ მოკლული ქალების, კაცების, ბავშვებისა და მოხუცების მძიმე ვიდეოკადრებს.
“ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები. ჰამასი არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, ველური ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. ჰამასი არის ღაზას “ისლამური სახელმწიფო”, ISIS არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. IDF გაანადგურებს ჰამასს.” ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
გალანტი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი აშშ-ს.