რუსთავის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.
როგორც ირკვევა, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი “სედანის” ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

















