მძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო – ხიდაშელი

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის განცხადების გამო უწყებისგან განმარტებებს ელოდებიან ექსპერტები. მათი შეფასებით, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სახელმწიფოებრივი შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის ომი სამოქალქო ომად მოიხსენია. ქვეყნის შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩაჩიბაიას განცხადებაზე აუცილებლად უნდა გააკეთოს კომენტარი.

“ძალიან სამწუხაროა თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია. მძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო და ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, იყო მხოლოდ სამოქალაქო ომი,”-აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაში“შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული” – ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის წინააღმდეგია
შემდეგი სტატია„ეს რუსული ნარატივია“ – პაატა დავითაია გენშტაბის უფროსის გადადგომას ითხოვს