,,მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ საკუთარი შვილი დაასაფლავა”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მინისტრი ფეისბუქში წერს.

,,მადლობა უფალს, ბავშვი კარგადაა, ყველა გამოკვლევა ჩაატარეს და საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს.

შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული მაშინაც, როცა მოძრაობის წესებს არ არღვევს. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში მძღოლს, შესაძლოა, რეაგირებაც ვერ მოესწრო ასეთი ინციდენტისას და არც მინდა ვიფიქრო შესაძლო შედეგზე. მადლობა ღმერთს!

ახლა გამოძიება მიმდინარეობს, არის ბევრი მოწმე და თვითმხილველიც და ყველაფერს იტყვიან. ამიტომ ამაზე მე არაფერს ვიტყვი. მძღოლი, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს და ეს ადამიანი, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, რომელმაც სამი თვის წინ საკუთარი შვილი დაასაფლავა, დღეს ბედნიერია იმით, რომ ეს პატარა ბიჭი კარგად არის და უკვე სახლშია. ეს არის ყველაზე მთავარი”, – წერს ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში მეტროს ესკალატორმა ადამიანი ,,ჩაყლაპა,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპარიზში მოკლეს ქალი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა