შინაგან საქმეთა სამინისტრომ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ავატოავრიის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) დაიწყო.
როგორც შსს-ში “პირველებს” განუცხადეს, იდენტიფიცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მოძღოლი.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძე სკუტერით გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. პოლიტიკოსს დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება.
ჯაფარიძეს კლინიკა “მედი ქლაბში” გამოკვლევები ჩაუტარდა. კლინიკაშივე მოხდა “გორჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის გამოკითხვაც.















