მძღოლებმა ზუგდიდში აქცია განაახლეს

ზუგდიდში,რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე მძღოლებმა აქცია განაახლესმათ უცვლელ მოთხოვნას, გაუქმდეს არალიცენზირებული კერძო სადგურები ამჯერად კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. აქციის მონაწილეები _დაკავებული 5 მძღოლის გათავისუფლებას ითხოვენ. მძღოლები პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა ძალადობისა და ცემის მუხლით.გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულებს კონფლიქტი ქონდათ კერძო სადგურის მძღოლებთან. მძღოლები მეოთხე დღეა აქციებს მართავენ. ისინი ფეხით მსვლელობას აწყობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისკენ. მძღოლების თქმით,მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეების თქმით,სადგურიდან მგზავრების გადაყვანის პროცესი მიკროავტობუსებით არ ხდება, მგზავრებს მხოლოდ ავტობუსები ემსახურება.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს”​ – ჭკუასელის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატების დათანხმება უჭირს