მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გზა გადაკეტეს

გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების შემდეგ, მძღოლებმა საავტომობილო გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საპატრულო პოლიცია მძღოლებს გზის სავალი ნაწილიდან გასვლისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

რეგულაციის ამოქმედება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა პირველი ოქტომბრისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვენ მოვისმინეთ ლიდერის გამოსვლა – არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლოს წინაშე აგვისტოს ომზე ჩვენს სიმართლეს ძალიან წელგამართულად ვამტკიცებთ