მძევალი ამბობს, რომ ყაჩაღი $500 000-ს ითხოვს

ზუგდიდში საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ ყაჩაღი $500 000-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს, ან მძევლებთან ერთად მანქანით.

“ადგილზე ითხოვს ნაღდი სახით მოტანას. ითხოვს ვერტმფრენს, ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას.” – ამბობს მძევალი მთავართან ინტევიუში.

მისივე თქმით, ყაჩაღს 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.

“შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული – ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის”. – თქვა მა

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – 112-ზე ადამიანებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი: სრულ კოორდინაციაში ვართ შშს-თან, ვმოქმედებთ მათი მითითებებით