მდინარაძე: მილიონ-ნახევარი დოლარი გამოყვეს იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება

„ამ ქვეყანაში არავის სჯერა იმის, რომ ისინი როდესმე საკუთარ თავზე მაღლა დადგებიან და შეეცდებიან, სუბიექტივიზმი გვერდით გადადონ. მათ სუბიექტურად იმიტომ არ აწყობთ კანდიდატის სტატუსი, რომ ისედაც დასუსტებული და პრაქტიკულად, განადგურებული პოლიტიკური ძალა უფრო განადგურდება. ამიტომ იბრძვიან ყველა ხერხით. მე ამას მხოლოდ ინფორმაციებზე დაყრდნობით კი არ გეუბნებით, რომელიც უამრავი იყო, ლოგიკაც ამას გვეუბნება. მილიონ-ნახევარი დოლარი გამოყვეს იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ლობისტებთან დასახარჯ ფულზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ომზე პირდაპირ მოწოდებებს შეეწინააღმდეგა და მკაცრად გააკრიტიკა, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმად მონათლეს.

თურმე, როგორ თუ შევეწინააღმდეგეთ ომის მოწოდებებს, დანილოვმა რაც თქვა, არესტოვიჩმა და ა.შ. ამაზე ატეხეს ამბავი, თავს ესხმიანო. წარმოიდგინეთ მანიპულაცია-სპეკულაციის ხარისხი და დონე. ამ დროს, თვითონ რა ქნეს, გაემიჯნენ? არა, ბომბების სროლა გვირჩევნია ამ სირცხვილსო. ალბათ, გახსოვთ, ჩვენ როგორ ვიკავებდით თავს ბოლო მომენტამდე, მაგრამ როცა იძულებული ვხდებოდით, გვეპასუხა, ამას ვაკეთებდით. ევროპარლამენტარების კრიტიკის არ იყოს, როგორ შეიძლებაო, თითქოს ჩვენი ევროპელი კოლეგები წმინდანები იყვნენ. თურმე, როგორ ვიკადრეთ და თავისი სახელი დავარქვით იმ რამდენიმე ადამიანის ქმედებას, რომლებიც პირდაპირ ლობირებდნენ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩს დიპლომატიას უწუნებს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ზუგდიდის სოფელ კოკიში – 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა