მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება.

„კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.

შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ. „თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00-დან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩაიკეტება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს გულუბრყვილოს, შემაშფოთებელსა და უაზროს უწოდებს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიევთან შეთანხმების გარეშე მოხდა, პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ურყევია