მდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში, 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

კაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, კაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები.

banner
წინა სტატიაშიშაორის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,დაშავდა რამდენიმე ადამიანი
შემდეგი სტატიარუსთავში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა