მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში გოგონას ცხედარი იპოვეს

თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში გოგონას ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი 1-ელ აპრილს გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა, რომელიც მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონას ცხედარი მისმა ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

რაც შეეხება 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 3 პირის ძებნა-შველის ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება, 1 პირი კი მაშველებმა მალევე ამოიყვანეს.

შსს-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონეც შეამცირეს.

banner
წინა სტატიაში“თაიმერმა” ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი, ქუჩის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი მოიპოვა
შემდეგი სტატიამდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს