მდინარე ჯუმში მოზარდის ცხედარი იპოვეს

15 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ჯუმთან იპოვეს.

ამის შესახებ “თაიმერთან” განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ დარჩელში დავით ბიგვავამ.

” მყვინთავებმა იპოვეს ცხედარი,მდინარე ჯუმი სადაც მდინარე ენგურს უერთდება 100 მეტრში. მთელი ღამე მუშაობდნენ ისინი და წყალმაც დილას შედარებით დაიკლო. მოსულია ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და მიმდინარეობს ცხედრის ამოყვანის პროცედურა”,-გვითხრა მან.
ახალგაზრდა ბიჭის ზაალ ქანთარიას ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება
შემდეგი სტატიაგლდანის ხევის NI – NIა კორპუსებთან მოსასვენებელი სივრცე მოეწყო