მდინარე ჯუმში მაშველები და მყვინთავები 15 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

მდინარე ჯუმში მაშველები და მყვინთავები  15 წლის მოზარდს ზაალ ქანთარიას ამ დრომდე ეძებენ. მას ახლობლები და ნათესავები ზედმეტსახელად “პროფესორას” ეძახიან.

მოზარდის ახლობელი შორენა გახარია სოციალურ ქსელში  შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს .

“პირველი გათენებული ღამე უშენოდ ზაალი. ნუთუ არ გესმოდა შენი დედის ხმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გეძახდა მდინარის სანაპიროზე. ჩემი პროფესორა,ასე მოგმართავდი ხოლმე. გაიცინებდი და შემომხედავდი. ღმერთი მოახდენს სასწაულს და გიპოვნიან ცოცხალს და კვლავ დაუბრუნდები ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ეს სურთი შენი ნებარდვით ყანაში გადაგიღე ჩემო პროფესორა.მიყვარხარ ზაალი და იმედი მაქვს ისე ჩაგიხუტებ და მოგეფერები.”,-წერს იგი.

15 წლის ახალგაზრდა გუშინ, მშობლებთან და თანატოლებთან ერთად ,მდინარე ჯუმზე იმყოფებოდა,რის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა,იგი მდინარიდან საქონლის გამორეკვას მეორე ნაპირზე ცდილობდა .

banner
წინა სტატიაში“ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს”
შემდეგი სტატიახობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა