მდინარე ენგურის ტრაგედიის მსხვერპლთა – ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი თბილისში გადაიხადეს

ოკუპირებული ტერიტორიიდან 7 აპრილს მდინარე ენგურის გადმოლახვისას ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.
დღესვე, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ენგურის საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთა – ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტაძარში პატივი მიაგეს. პანაშვიდს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, ასევე აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯემალ გამახარიამ გამოთქვა რა, ღრმა მწუხარება ჩვენი დროის მორიგი სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, კოლეგების სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. როგორც მან განაცხადა, ეს არის სრულიად საქართველოს თავსდამტყდარი ტრაგედია, რომლის გამოც, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს გასაგონად, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაცრად უნდა დაიგმოს საუკუპაციო რეჟიმი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა საბაბით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ხიდით გადმოსვლას უზღუდავს, იქ კი ნორმალური ადამიანური, უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების საშუალებას ართმევს.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება – იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიაფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს