მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები, რომლებიც ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის.

“ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშოვში, სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდა
შემდეგი სტატიაქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა