30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

მდინარე არაგვის ხიდის ნაწილის დაზიანების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა.

მათი ცნობით, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ ადგილზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ხიდზე პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

მძღოლებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს ვუხდით და გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაზიანებული მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა მოძრაობა სრულად უმოკლეს ვადაში აღდგეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაCNN: ირანი ჰორმუზის სრუტეს ხელახლა კეტავს