მდინარე ალაზანში ავტომობილი გადავარდა – 5 დაშავებულს შორის ერთი ბავშვია

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – თელავი-ნაფარეულის გზაზე ტოიტას მარკის ავტომობილი 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

მგზავრები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს