მდინარე აჭარისწყალში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ავტომანქანაში სამი მგზავრი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის დროს, ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ერთი ქალბატონი კი, ქედის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

უბედური შემთხვევის მიზეზი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მკვეთრ მოსახვევში შესვლისას, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ადიდებულ მდინარეში გავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ დროისთვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაც“
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ფრიდონ სულაბერიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს