მდინარე აბაშამ 18 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა

18 წლის მალხაზ ბერიშვილი, რომელსაც მდინარე აბაშაში მეორე დღეა, ეძებდნენ, დინებამ გამორიყა.

ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველები მისი მდინარიდან ამოყვანას ცდლობენ, სამუშაოები წყლის დონის მომატების გამო რთულდება.

ამ დრომდე ეძებენ იმ მაშველს, რომელიც 18 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა და მდინარემ წაიღო.

მარტვილი რაიონის სოფელ გაჭედილში მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: NATO ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 წლისთვის 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა