ერთპარტიულმა პარლამენტმა საპარლამენტო თანამდებობები გადაინაწილა. პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გიორგი ვოლსკი იქნა შერჩეული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი დაინიშნენ.
80 წევრით დაკომპლექტდა ფრაქცია „ქართული ოცნება“. ფრაქციის და საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა.
მდინარაძის მოადგილეები გახდნენ რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე.
განაწილდა კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებიც.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული
ადამიანის უფლებათა კომიტეტი – რატი იონათამიშვილი
განათლების კომიტეტი – გივი მიქანაძე
გარემოს დაცვის კომიტეტი – მაია ბითაძე
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი – შოთა ბერეკაშვილი
დიასპორის კომიტეტი – ირაკლი ზარქუა
ევროინტეგრაციის კომიტეტი – ლევან მახაშვილი
თავდაცვის კომიტეტი – ალექსანდრე ტაბატაძე
იურიდიული კომიტეტი – თავდაპირველად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს გიორგი კახიანი. მას შემდეგ რაც ანრი ოხანაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი მანდატებს დატოვებენ და პარლამენტში მათი ადგილმონაცვლეები შევლენ, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კახიანს არჩილ გორდულაძე შეცვლის.
კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბუნია
რეგიონულ საკითხთა კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი
საგარეო კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – დავით მათიკაშვილი
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა კვიჟინაძე
სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე
ჯანდაცვის კომიტეტი – ზაზა ლომინაძე.