მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია მისივე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვა-ბანკზე და ამ ვა-ბანკის, რისკის შედეგად მიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდა და ამას ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს სააერჩევნო ყუთებთან“,- განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ექსპერტიზა
შემდეგი სტატიაუგულავა: ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს, ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ, კობახიძის ენით რომ ვთქვათ, დიფ ფეიკი გააკეთა