მდინარაძე ზურაბიშვილზე: შალვას ფანჩატურის სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას

რიგითი, რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა – ასე აფასებს “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის უმწვავეს გამოსვლას.

მდინარაძე ზურაბიშვილს “ფორმალურ პრეზიდენტად” მოიხსენიებს და ოპოზიციასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

“უნდა შალვას ფანჩატური გარემონტდდეს და სალომეს ფანჩატურად გადაიქცეს”- ამბობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის 40 წუთიანი სიტყვა “უკიდურესად სუბიექტური” იყო.

პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, ტენდენციურის მითუმეტეს, პრეზიდენტის სტატუსს რომ არ შეესატყვისება, ეს მარტივი ამბავია. მეორე, წეღანაც ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, მას უნდა, რომ რაღაც ევრორემონტს სთავაზობს შალვას ფანჩატურისას და სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ოპოზიციის რადიკალურ ფრთას და მესამე, მას აქვს როგორც ჩანს გარკვეული როლი, რომელიც ორ თუ სამ ვერსიად შეიძლება დაკონვერტირდეს: ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს და ეს როლი შეიძლება შეითავსოს, ამ შემთხვევაში სხვას ვერაფერს მოახერხებს, მეორე, არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მესამე ვერსია, ახლა ამუშავებენ როგორც ჩანს ამ ვერსიას, მესამე ვერსია იკვეთება მის გამოსვლაში, ის რომ არ გადადგეს წინასწარ, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და პრეზიდენტის პოზიციიდან განახორციელოს დარტყმა, ოღონდ რადიკალური ოპოზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე”.

banner
წინა სტატიაშიინჯია ზურაბიშვილს: “უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით”
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს მიმართა – დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციეთ ყურადღება