მდინარაძე ვოლსკიზე: როცა მონას გეძახიან, ძნელი მოსათმენია

ვოლსკი მდინარაძე

“ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც გექნებათ ალბათ საშუალება, რომ კომენტარი ჩაწეროთ, არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო, თავად გიამ თქვას, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს.მე ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას ეფ ეს ბეს აგენტურა, შეიძლება, შენ გულწრფელიც კი იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ყველაფერი დაორგანიზებული არის ეფ ეს ბეს აგენტურის და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია, თუმცა, ამართლებს თუ არა ეს, მეორე საკითხია”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტი აქტივისტების მისამართით.

banner
წინა სტატიაშიკრამონი პოზნერის ჩამოსვლაზე: შოკში ვიყავი, ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს
შემდეგი სტატიაპოზნერი: საქართველოში კიდევ წავალ, რატომაც არა?