უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თსუ-სთან გამართულ აქციებს და რექტორის გადადგომის მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხომ საერთოდო. რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან [თსუ-ს რექტორმა] გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!“ – წერს მდინარაძე.