მდინარაძე – წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ.

„ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს!

წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის!

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“ – წერს „ფეისბუქში“ მამუკა მდინარაძე.

ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

banner
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი-ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე
შემდეგი სტატიაგერმანიის საელჩო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად