მდინარაძე: ტყუილია, რომ თითქოს ევროკავშირის რაღაც სანქციებზეა საუბარი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან “რაღაც სანქციებზე” საუბარი ტყუილია.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია მთელი დღის განმავლობაში და ჩვენი ოპონენტები წევენ თემას იმგვარად, რომ თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას და ვიმეორებ, პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, კოლეგები ევროპარლამენტიდან, ამას დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება”, – აცხადებსმამუკა მდინარაძე.

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება, გუშინ, 1-ელ აპრილს გამოაქვეყნეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაკრამონი პოზნერის ჩამოსვლაზე: შოკში ვიყავი, ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს