მდინარაძე: შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონებში გავალთ

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

“უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას – ამაზეც ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც და ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, ერთგვარად შეიძლება დავარქვათ კიდეც, რომ საარცევნო კამპანიის დაწყებაც კია თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მაგრამ, სხვა საკითხებიც იქნება პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს და ახლა დაერივნენ აქტივისტებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ქართულმა ახალგაზრდობამ პოზნერს შეუსრულა